პირველი მოდულის რეფლექსია:პირველ მოდულში გავეცანით პროგრამის შინაარსს, რომელიც მიზნად ისახავს პროექტებ ით სწავლებას.ტრენინგზე გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. პროექტებით სწავლება ამ უნარ- ჩვევების განვითარების ფუნდამენტია. გავეცანით,თუ რა არის სასწავლო პროექტი, თუ რა არის მისი მახასიათებელი, რომ პროექტებით სწავლება დაგვეხმარება პრობლემების გადაჭრასა და ურთიერთთანამშრომლობაში; მოსწავლეები თავისი უნარებისა და შესაძლებლობების ფარგლებში შექმნიან სასწავლო პროდუტს და მოახდენენ მის დემონსტრირებას. ჩემთვის ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემია ამ მოდულში მიღებული ცოდნა, რომელიც დამეხმარება პედაგოგიურ საქმიანობაში, რომ გავხდე წარმატებული მასწავლებელი.